27 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმში ლევან კოღუაშვილის სცენარის განვითარების სემინარი გაიმართა

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმში ლევან კოღუაშვილის სცენარის განვითარების სემინარი გაიმართა.
სემინარის ორგანიზატორია "კინო იბერიკა", ღონისძიება ეროვნული კინოცენტრის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და "თიბისი კონცეპტის" მხარდაჭერით ტარდება. პროექტში მონაწილეობის მისაღებად უკვე შერჩეულია სცენარის 8 ქართველი ავტორი. სემინარს გაუძღვებიან ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი და ამერიკელი სცენარისტი ბორის ფრუმინი.

პროექტის მიზანია სემინარის მონაწილეებს ჰქონდეთ კინოფილმის კარგად ჩამოყალიბებული და ტექნიკურად გამართული სცენარი, რათა შეძლონ მისი წარდგენა სხვადასხვა საერთაშორისო ინდუსტრიულ პლატფორმაზე. სცენარის განვითარების სემინარი 7-დან 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები