ამბასადორ კაჭრეთში, არტ რეზიდენციაში მონაწილე არტისტების გამოფენა მოეწყო. გალერიაში ხუთი ხელოვანის ათამდე ნამუშევარი გამოიფინა, რომელზეც არტ რეზიდენციაში ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.
ნამუშევრები, სზვადასხვა მედიუმშია შესრულებული და აერთიანებს - ფერწერას, ინსტალაციას და ობიექტს.
გამოფენა 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიება "რია ქებურიას ფონდის" ორგანიზებით გაიმართა.