27 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას ადასტურებს

ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას ადასტურებს. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის თქმით, რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების შეზღუდული რაოდენობის მიწოდება უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.

"ზოგიერთი დასავლური ქვეყნის აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ რუსეთს მიაწოდა რაკეტები და დრონები, უკრაინასთან ომში დასახმარებლად, არასწორია. განცხადების სარაკეტო ნაწილი სრულიად სიცრუეა, დრონების ნაწილი კი - სიმართლე.

რუსეთს დრონების შეზღუდული რაოდენობა უკრაინაში ომამდე რამდენიმე თვით ადრე გადავეცით. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შევთანხმდით, რომ მოგვაწვდიან მათ ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენებას დაადასტურებს. დამტკიცების შემთხვევაში, ამ ფაქტის მიმართ გულგრილი არ ვიქნებით,"- განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა.

მანამდე ირანის ოფიციალური პირები რუსეთის იარაღით აღჭურვაში მონაწილეობას უარყოფდნენ. გაეროში ირანის ელჩმა ბრალდებებს "სრულიად უსაფუძვლო" უწოდა და ომში ირანის ნეიტრალიტეტს ხაზი გაუსვა.

 

დღის ამბები