მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში გამოფენა - "ქართული ქანდაკების 100 წელი” დასრულდა.
ღონისძიება აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ქანდაკების ფაკულტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო უფროსი თაობის მოქანდაკეთა ის სკულპტურული ქმნილებები, რომელმაც ქართული პლასტიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და დარგის წინსვლაზეც იმოქმედა.