უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჩავიდა. ჯეიკ სალივანმა კიევში უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შემდგომ რაუნდი, რომელზეც პენტაგონი მუშაობს, საჰაერო თავდაცვას ეხება.
"უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შემდგომ რაუნდი,რომელზეც პენტაგონი მუშაობს, საჰაერო თავდაცვას ეხება. ჩვენ ვაცნობიერებთ საჰაერო თავდაცვის მწვავე საჭიროებას უკრაინისთვის ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც რუსული ძალები რაკეტებითა და ირანული დრონებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმიან თავს.
დღეს კიდევ ერთხელ ვიკითხე, თუ კიდევ რა არის საჭირო თქვენთვის და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მოგაწოდოთ ის, რაც ამ ბრძოლაში გჭირდებათ.
ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას დასახული მიზნის მიღწევაში და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევძლოთ საჭიროებების მიწოდება.
თუ გადახედავთ რუსეთის პრეტენზიებსა და ქმედებებს და ამავდროულად იმას, რომ მოახდინეს მეზობლის ტერიტორიის ანექსირება, ცხადი ხდება, რომ ეს მშვიდობის სასარგებლო ქმედებები არ არის, რაც არ უნდა თქვან მოლაპარაკებების თაობაზე.
ჩვენი პერსპექტივიდან, საუბრები, რომელიც უნდა გვქონდეს საერთაშორისო საზოგადოებასთან უკრაინის მხარდასაჭერად, ეხება სამართლიანი და სტაბილური მშვიდობის პირობებს უკრაინისთვის, გაეროს წესდებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის," - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.