27 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
აშშ-ში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

1 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ტორნადოს შედეგად ამერიკის შტატ ოკლაჰომაში. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.

სტიქიის ზონად იქცა ტეხასის შტატიც. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ზარალის ოდენობა ამ დროისთვის ზუსტდება.

ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, არსებული ატმოსფერული პირობები მოსალოდნელი შტორმებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ადგილობრივებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები