27 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
მიწისძვრა მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა

მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი კალიფორნიის ყურეში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მექსიკის საზღვაო ძალებმა მოსალოდნელი ცუნამის გამო განგაშის სიგნალი გასცა. ნგრევასა და დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები