წყნარი ოკეანის სანაპიროზე დამსვენებელს თავს ზვიგენი დაესხა. შემთხვევა ამერიკის შტატ კალიფორნიაში მოხდა. მაშველების განცხადებით, 50 წლის ქალი სანაპიროდან, დაახლოებით, 200 მეტრის დაშორებით ცურავდა, რა დროსაც მან დახმარება ითხოვა.
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა.
ამ დროისთვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია დახურულია. ადგილზე, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, მონიტორინგი ხორციელდება.
როგორც ადგილობრივი პრესა წერს, აღნიშნულ წყლებში ზვიგენების თავდასხმა იშვიათი მოვლენაა.