ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა 29 წლის ასმათ თავაძე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასმათ თავაძეს სახლში ქართული სახელმწიფო სიმბოლიკა, მათ შორის საქართველოს დროშა აღმოუჩინეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივი მედიის მიერ მომზადებულ მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ სოხუმში, ასმათ თავაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ე.წ.-მა უსაფრთხოების სამსახურმა 10 გრამზე მეტი დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.
საოკუპაციო რეჟიმმა 29 წლის ქართველი ქალის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.