27 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
"ბორჯღალოსნები" ურუგვაისთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან

"ბორჯღალოსნები" ურუგვაისთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. ქართველი რაგბისტები სამხრეთ ამერიკელების დამარცხებას დინამო არენაზე კვირას შეეცდებიან.

ბორჯღალოსნები ახლა გაძლიერებულ მომზადებას გადიან, მათ შორის დებიუტანტებიც, რომლებსაც პირველად მიეცემათ შანსი ეროვნული ნაკრების მაისური მოირგონ. მათჩის წინა წვრთნები შევარდენის ბაზაზე მიმდინარეობს რომლის რეაბილიტაციაშიც ფონდმა "ქართუმ" 5 მილიონი ლარი დახარჯა.

თანამედროვე სარაგბო ბაზა დღეს საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა ამჯერად მსოფლიო რაგბის წარმომადგენლის რანგში დაათვალიერა. 6 ნოემბრის მატჩის ბილეთები უკვე იყიდება, თუმცა რაგბის პოპულარიზაციის მიზნით კავშირმა ათას 200 ბილეთი სკოლის მოსწვალეებსაც გადასცა.

საქართველოს ნაკრები ურუგვაის ამ დრომდე სამჯერ შეხვდა, ბოლო დაპირისპირება 2019 წელს იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე შედგა, ბორჯღალოსნება მეტოქე 33-7 დაამარცხეს.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

დღის ამბები