27 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
400-ზე მეტი დაღუპული და 20 000-მდე დაკავებული - ირანში პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს

ორი თვეა ირანში პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს. სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოველდღიურად იზრდება ადგილობრივებში ცვლილების სურვილი. პრესის ინფორმაციით, ტყვიების სამიზნე ის ადამიანებიც გახდნენ, რომლებსაც აქციის დაღუპული მონაწილის საფლავზე მისვლა სურდათ.

სასულიერო პირი მოკლეს ირანის ქალაქ ზაჰედანში, საჯად შახრაკი მეჩეთის წინ შეიარაღებულმა პირებმა ჩაცხრილეს, თუმცა, მკვლელობის დეტალები უცნობია. აკავებენ იმ სტუდენტებსა და მასწავლებლებს, რომელიც საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საპატიმროში უკვე 20 000-მდე ირანელი მოხვდა.

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში უცხო ძალების კვალს ხედავს ირანის პრეზიდენტიც. იბრაჰიმ რაისმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაში ბრალი ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს დასდო.  

ირანში მიმდინარე პროცესებზე გაკეთებული განცხადების გამო კრიტიკის სამიზნე გახდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა შუალედური არჩევნების კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას ირანის გათავისუფლების პირობა დადო, თუმცა ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, რის გაკეთებას აპირებს ამისთვის აშშ-ის მთავრობა.

ანტისამთავრობო აქციები პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად გამოყენებისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალებას მოჰყვა. პროტესტის დაწყებიდან ამ დრომდე 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მათ შორის არიან ბავშვებიც.

 

 

დღის ამბები