გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული სექტორი გაიხსნა. ქართულ-უკრაინული სექტორის გახსნა მიზნად ისახავს ქართველი და უკრაინელი ხალხის კულტურათაშორისო დიალოგისა და სამეცნიერო საგანმანათლებლო მიმართულებების გაძლიერებას.
ყველა უკრაინელს შესაძლებლობა ექნება უფასოდ შეისწავლოს ქართული ენა. ასევე ქართველები შეძლებენ უკრაინული ენის შესწავლას. ღონისძიებაზე ონლაინ ჩაერთვნენ უკრაინის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.