27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოსმენები დაასრულა - ბოლო კანდიდატი იაგო ხვიჩია იყო 

პარლამენტი ომბუდსმენობის კანდიდატებზე პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებს. შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოსმენები დაასრულა, ბოლო კანდიდატი იაგო ხვიჩია იყო. მას კითხვები კონკურენტებმაც დაუსვეს. კანდიდატები დარბაზში კომიტეტმა მოიწვია.

კითხვები დაისვა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის რას ნიშნავს სიტყვა პოლიტპატიმარი, მისცემს თუ არა საკუთარ კანდიდატურას ხმას, რას ფიქრობს პრაიდთან დაკავშირებით, რატომ არ დაუსვეს შეკითხვა მას თანაპარტიელებმა დღევანდელ შეხვედრაზე და რას ფიქრობს ომბუდსმენის შერჩევის პროცესზე. 

დღის ამბები