ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა - რაკეტა ზღვაში ჩამოვარდა. რაკეტის გამოცდამ შეშფოთება გამოიწვია იაპონიაში.
ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ფხენიანი სულ მალე ბირთვულ ცდებს ჩაატარებს. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სატელეფონო საუბრის დროს რაკეტების გაშვების ფაქტს ამორალური და სამწუხარო ფაქტი უწოდეს.