საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა აქცია გამართეს. მთავარი მოთხოვნა ხელფასების მატებაა.
მედპერსონალი სასწრაფო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბა, შემდეგ კი მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.
მათი თქმით, აქციები ყოველ პარასკევს ჩატარდება და პერმანენტულად გაგრძელდება, სანამ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ.