27 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
"ისფედი" კულტურის სამინისტროს მოუწოდებს სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლება შეწყვიტოს

"ისფედი" კულტურის სამინისტროს მიმართავს და მოუწოდებს სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლება შეწყვიტოს.

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლდა 25-ზე მეტი თანამშრომელი, რის გამოც კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე ექმნება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადება 2 დღის წინ გაავრცელა. უწყებაში განმარტეს, რომ დასრულდა სექტემბერში დაწყებული ოპტიმიზაცია და შედეგად, მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეგულარული ინსპექტირებისთვის მონიტორინგის სამსახურში შეიქმნა 5 რეგიონული დანაყოფი, მოქმედ მუზუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს კი მეტი ავტონომია მიენიჭა.

"1 ნოემბერს დასრულდა რეორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში და დაახლოებით 25-მდე ადამიანი იქნა გათავისუფლებული. სამწუხარო და შემაშფოთებელი არის ის, რომ სწორედ პროფესიონალები თავისუფლდებიან თავიანთი თანამდებობებიდან და ეს საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ადამიანების უკანონოდ გათავისუფლებას, არამედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას იმიტომ, რომ როდესაც პროფესიონალები თავისუფლდებიან ისეთი ადამიანების ხელში რჩება კულტურული მემკვიდრეობა და ზოგადად ეს სფერო, რომელთაც ამ მიმართულებით ცოდნა არ გააჩნიათ," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

დღის ამბები