ტვიტერის თანამშრომელთა ნაწილი დღეს სამსახურს დაკარგავს, ამის შესახებ კი პერსონალს ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინების სახით ეცნობებათ.
კომპანიაში 3700-მდე თანამშრომლის შემცირება იგეგმება. ტვიტერში დასაქმებულებს მოუწოდეს არ მივიდნენ იმ ოფისებში, რომლებიც დროებით დაკეტილია. თანამშრომელთა შემცირება კომპანიის რეორგანიზაციას და ხარჯების შემცირებას უკავშირება.