27 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანაა, გავუძლოთ რუსეთის ენერგეტიკულ ტერორს - ვოლოდიმირ ზელენსკი

"რუსეთის ენერგეტიკული ტერორის ატანა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანაა," - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა. მისი თქმით, ამ დროისთვის უკრაინაში დაახლოებით 4.5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ახალ დასკვნაზეც, რომლის თანახმად, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ უკრაინაში ე.წ. ბინძური ბომბები იწარმოება.

"რუსეთის თავდასხმები ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებზე არც ერთი დღით არ წყდება. მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობით, 10 ოლქში დაახლოებით 4,5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანაა, გავუძლოთ რუსეთის ენერგეტიკულ ტერორს.

ის ფაქტი, რომ რუსეთმა ენერგოინდუსტრიის წინააღმდეგ ტერორს მიმართა, მტრის სისუსტეზე მეტყველებს. ისინი ვერ ამარცხებენ უკრაინას ბრძოლის ველზე და ამიტომ ჩვენი ხალხის გატეხვას ამ გზით ცდილობენ.

გარდა ამისა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მოინახულა ყველა ის ობიექტი, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებმა ახსენეს, როდესაც ე.წ. ბინძური ბომბის შესახებ თავიანთი ფანტაზიების შესახებ ყვებოდნენ. გვაქვს ნათელი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინაში "ბინძურ ბომბებს" არავინ ქმნის და არც შეუქმნია,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები