27 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 107 სამხედრო დაიბრუნა, მათი უმრავლესობა "აზოვსტალიდანაა"

უკრაინაში კვლავ მძიმე ბრძოლებია. უწყვეტად იბომბება სუმის ოლქი. ოკუპანტებმა 157 ჭურვი ისროლეს ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით. ზიანი მიადგა რეგიონის 8 დასახლებას. განადგურებულია 6 საცხოვრებელი სახლი და ადგილობრივი კულტურის ცენტრი.

რუსულმა ჯარებმა 6 სარაკეტო იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე. დაბომბვების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სკოლას. გასული ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაივის ოლქში. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 107 სამხედრო დაიბრუნა, მათი უმრავლესობა "აზოვსტალიდანაა".

დღის ამბები