თბილისი ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. 46 ქვეყანა და 184 ნამუშევარი, ჟიურის წინ რთული არჩევანი ელის.
პროგრამაში ჩართულია არასაკონკურსო ფილმებიც. საქართველოს დედაქალაქი ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ღონისძიებას მეხუთედ მასპინძლობს, თუმცა წელს ერთი სიახლე აქვს, ფესტივალს სტუდენტური პროგრამაც დაემატა.
თბილისის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ნაჩვენები იქნება 5 უკრაინული ნამუშევარიც, მათ შორის რუსეთის აგრესიაზე.
კინო სახლში და კინოთეატრ ამირანში ფესტივალი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება, გამარჯვებულები კი 5 ნოემბერს გამოვლინდებიან.