27 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
80 ხმა 9-ის წინააღმდეგ - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცებულია

80 ხმა 9-ის წინააღმდეგ, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცებულია. ევროკომისიის მეხუთე პუნქტში გაწერილ რეკომენდაციას ოპოზიციის ნაწილმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ნაწილმა კი კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა. სახელისუფლებო გუნდმა ოპოზიციის ეს ნაბიჯი ოლიგარქების მხარდამჭერად აღიქვა.

კანონპროექტი, რომლის მხარდაჭერაზეც დღეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად უარი სხვა პარტიებმაც თქვეს, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით შეიქმნა. ის უკრაინის უშიშროების საბჭომ რამდენიმე წლის წინ დაამტკიცა. მმართველი პარტიისთვის გაუგებარია, რატომ გახდა ოპონენტებისთვის უკრაინული მოდელი მიუღებელი ახლა. ისინი, ვინც კანონპროექტის წარდგენამდე მისი შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდნენ, დღეს უკვე ამბობენ, რომ პრობლემა სწორედ კოპირებაშია.

მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ოპონენტებს ოლიგარქიის წინააღმდეგ სამართლებრივი დოკუმენტის მიღება რეალურად არ სურთ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივი ამოძრავებთ.

"ქართული ოცნება" ოპონენტებს შეახსენებს, რომ პროექტის ანალოგი, რომელსაც ახლა იწუნებენ, მოწონებული აქვს ევროკომისიას და სავარაუდოდ ამავე კანონპროექტს მიიღებს მოლდოვაც. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ უკრაინის და მოლდოვის შემთხვევები საქართველოსთვის მაგალითი ვერ იქნება და სახელისუფლებო გუნდს ქართულ რეალობაზე მორგებული ვერსია უნდა წარედგინა.

ბრიუსელის მხარდაჭერა მოტივაციაა "ქართული ოცნებისთვის". მმართველი პარტიის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ოპონენტებს ერთდერთი მიზანი ამოძრავეთ - შეზღუდვებისგან დაიცვან ის თანაგუნდელები და დამფინანსებლები, რომლებსაც დეოლიგარქიზაციის კანონი შეეხებათ.

დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონი ბრიუსელისთვის რომ მისაღებია, ამაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს ისაუბრა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოფიციალურ კიევს მაშინ კანონის იმპელემენტაციისკენ მოუწოდა.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის კანონად ქცევას კიდევ 2 მოსმენა სჭირდება. პარლამენტი გეგმავს, რომ ევროპული რეკომენდაციის ეს პუნქტი 1 დეკემბრისთვის ძალაში შევიდეს.

დღის ამბები