27 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას, რომელიც სააპელაციო სასამართლომაც პატიმრობაში დატოვა - სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ოპოზიციის ნაწილის დღევანდელ მიმართვაზე უცნობია

მიშელის შეთანხმების ხელმომწერებს "ლელომ" ახალი დოკუმენტის ხელმოწერა შესთავაზა. ისინი აპირებენ პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალება სთხოვონ. ინიციატორები ფიქრობენ, რომ მედიამენეჯერის დაპატიმრება აღრმავებს პოლარიზაციას და არსებითი დაბრკოლებაა ევროინტეგრაციის გზაზე. "ლელოსთან" ერთად განცხადებას ხელს უფრაქციო დეპუტატები და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" აწერს.

გიორგი ვაშაძე, რომელიც გამოსავალს ოპოზიციურ ერთიანობაში ხედავს, კოლეგების მიმართვას არ უერთდება. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილ წერილს შედეგი არ ექნება. განცხადებას სხვადასხვა მიზეზით არ აწერენ ხელს სხვა პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის "გირჩი" და "მოქალაქეები".

მმართველ პარტიაში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა პირველ რიგში მან საქმის სამართლებრივი მხარე უნდა გაითვალისწინოს.

ქვეყნის ევროპული ინტერესის საზიანოდ შეაფასა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეერთებული შტატების ელჩა საქართველოში. კელი დეგნანმა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი.
ამერიკის საელჩოს პოზიცია სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევად შეფასდა მმართველ გუნდში.

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას, რომელიც სააპელაციო სასამართლომაც პატიმრობაში დატოვა - სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ოპოზიციის ნაწილის დღევანდელ მიმართვაზე უცნობია. წერილს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა, 16 ოპოზიციონერის ხელმოწერა აქვს.

დღის ამბები