იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ნეაპოლთან ახლოს, კუმაში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. არსებული ცნობით, მძარცველებმა ავტომობილი მინი კუპერ ქანთრიმენი მოიპარეს.
გამოცემა წერს, რომ შემთხვევის დროს კვარაცხელია შინ იმყოფებოდა, თუმცა არაფერი შეუმჩნევია. ქართველმა ფეხბურთელმა პოლიციაში შესაბამისი საჩივარი უკვე შეიტანა.