საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს.
ადვოკატის განმარტებით, სოსო გოგაშვილს ბრალად წარდგენილ ქმედებას ვერ დაუმტკიცებენ. რაც შეეხება პროკურატურას მათი განცხადებით, უწყებას მყარი მტკიცებულებები აქვს. დღევანდელ სხდომას არ ესწრება ყოფილი მაღალჩინოსანი.
სოსო გოგაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია ,პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება.
ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ სასამართლო დარწმუნდება ბრალდებების ხელოვნურობაში.
"სასამართლო აუცილებლად დარწმუნდება, რომ იოსებ გოგაშვილის მიმართ წარდგენილი მტკიცებულებები არის ხელოვნურად შექმნილი,"- აცხადებს ჩინჩალაძე.