27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, პრაღაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხ კოლეგას, ვლასტიმილ ვალეკის შეხვდა. მხარეებმა, სამედიცინო და ფარმაცევტულ სისტემაზე იმსჯელეს. განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. ყურადღება გამახვილდა, წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესების საკითხზე.  ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საქართველოში კლინიკების აკრედიტაციის საკითხს, რისი ვალდებულებაც სამედიცინო დაწესებულებებს 2025 წლიდან გაუჩნდებათ. ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, აღნიშნა, რომ ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. შეხვედრაზე, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის საქართველოში სტუმრობაც დაიგეგმა.

ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, მოტოლის საუნივერსიტეტო, მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა და იმ სერვისებს გაეცნო, რასაც საავადმყოფო პაციენტებს სთავაზობს.

ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მარიამ რაქვიაშვილი.

დღის ამბები