27 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუცია ჩააგდო

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციას იმის შესახებ, რომ შექმნილიყო კომისია, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიურ აქტივობას გამოიძიებდა.

სხდომაზე რეზოლუციის მომხრე რუსეთი და ჩინეთი იყვნენ. ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი წინააღმდეგ წავიდნენ; ხოლო დანარჩენებმა თავი შეიკავეს. შედეგად რეზოლუცია ჩავარდა.

შეგახსენებთ, რომ მარტში უსაფრთხოების საგანგებო სხდომაზე რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკის ბიოლაბორატორიის აქტივობა უნდა შესწავლილიყო. ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და საფრანგეთი კი აცხადებდნენ, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს სიცრუისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს.

დღის ამბები