ჯო ბაიდენის თქმით, ზოგიერთი "რესპუბლიკელი" კანდიდატის მუქარა, რომ დამარცხების შემთხვევაში, 8 ნოემბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.
შტატების 46-ე პრეზიდენტის თქმით არჩევნების უარმყოფი პირები შთაგონებული არიან ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ და ავრცელებენ კონსპირაციულ ცრუ ამბებს.
შეგახსენებთ, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.