საქართველოს მწერალთა სახლში ქართულ-ოსური ლიტერატურული პროექტის საჯარო წარდგენა გაიმართა. მკვლევარებმა მკითხველს გამოცემათა კრებული შესთავაზეს, რომელშიც თავმოყრილია ქართული და ოსური პოეზია, ილუსტრირებული ლექსიკონები და მონოგრაფია კავკასიურ ფოლკლორში ქალის როლის შესახებ.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიურ მოზაიკას" ეკუთვნის და ის გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით განხორციელდა.