უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკვე 253-ე დღეა გრძელდება. რუსული ძალები განაგრძობენ უკრაინის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას.
ირანული კამიკაძე დრონით კრივი-რიჰის ენერგოსისტემაზე თავდასხმა განხორციელდა, შედეგად ქალაქის რამდენიმე ნაწილი ელექტრო ენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.
უკრაინელთა თავდასხმის ასარიდებლად, რუსული ძალები ხერსონის ოლქში, მოსახლეობას არ აძლევს საშუალებას ოლქი დატოვონ, ინფორმაციას გუბერნატორი ავრცელებს.
აფეთქების ხმა ისმოდა ხერსონში, როგორც ცნობილია უკრაინელებმა იერიში მიიტანეს რუსეთის საჰაერო სისტემაზე. აღნიშნული სისტემით რუსები ქალაქ მიკოლაივზე ახორციელებდნენ შეტევებს