27 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
მაშინ, როდესაც ეს კანონპროექტი მოწონებულია ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ, რატომ არ შეიძლება დავნერგოთ საქართველოში - გიორგი ამილახვარი დეოლიგარქიზაციაზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ამილახვარის შეფასებით, "დეოლიგარქიზაციის კანონის" უკრაინულ მოდელი არის საერთაშორისო პრაქტიკის საუკეთესო მოდელი და მნიშვნელოვანია, სწორედ აღნიშნული ფორმით დაინერგოს საქართველოში.

მისი თქმით, ოპოზიცია მხოლოდ იმ მიზეზით აკრიტიკებს აღნიშნულ მოდელს, რომ ეს მათ დამფინანსებლებსაც შეეხებათ. 

"მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ დავმსხდარიყავით საქართველოს პარლამენტში, თუნდაც ოპოზიციასთან ერთად და დაგვეწყო მუშაობა რაღაც ახალ ველოსიპედზე, ქართულ მოდელზე. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს პროცესი წარიმართებოდა?! მაშინ როდესაც ავიღეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის პირდაპირ დაკოპირებასაც აპირებს მოლდოვა, ვინაიდან მასაც აქვს ანალოგიური რეკომენდაცია. მაშინ როდესაც ეს კანონპროექტი ["დეოლიგარქიზაციის შესახებ" უკრაინული მოდელი] მოწონებულია ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ,  ეს არის საუკეთესო მოდელი და რატომ არ შეიძლება რომ ის ჩვენ ავიღოთ და დავნერგოთ საქართველოში? ბოლო მათი ბრალდებების არის სახელი და გვარები ხედავენ რა, რომ რიგი ადამიანები, ვინც ან არიან ოპოზიციაში, ან აფინანსებენ ოპოზიციურ პარტიებს თუ სხვადასხვა მედიასაშუალებებს, დიდი ალბათობით მოხვდნენ ამ კრიტერიუმების ქვეშ. გაგახსენებთ დასაწყისში როგორი აღტკინებით გვიქადაგებდნენ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიგვეღო ჩვენ დეოლიგარქიზაციის კანონი და რა წამს დავიწყეთ და გავახმოვანეთ რომ ავიღებთ უკრაინულ მოდელს და მას დავამუშავებთ დაინახეს, რომ ეს ეხება პიროვნებებს, რომლის ფინანსებზეც დღეს არიან ჩამოკიდებული და ბუნებრივია, რომ უჩნდებათ პროტესტი," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. 

დღის ამბები