27 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
როდესაც საერთო ოპოზიციურ ერთობაზე ვსაუბრობთ, ერთობის დამრღვევი მთავარი ადამიანები საზოგადოებამ ნახა, ჯაფარიძე და ვაშაძე პირველი შევიდნენ პარლამენტში - ანა წითლიძე

როდესაც საერთო ოპოზიციურ ერთობაზე ვსაუბრობთ, საერთო ოპოზიციური ერთობის დამრღვევი მთავარი ადამიანები ვინ იყვნენ, ეს საზოგადოებამ ნახა. ჯაფარიძე და ვაშაძე იყვნენ ის ადამიანები, ვინც პირველი შევიდნენ პარლამენტში, ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, მაშინ როდესაც ჩვენ ციხეში გვყავდა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია,- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ ""ღამის კურიერის"" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ ნაციონალური მოძრაობა იძულებული გახდა პარლამენტში შესულიყო.

"ჩვენ მაშინაც ვიძახდით სხვათა შორის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის მიუხედავად, ქართული ოცნება პირობას არ შეასრულებდა, გადააგდებდა საერთაშორისო პარტნიორებსაც და ოპოზიციასაც, მაგრამ მაშინ ეს ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ თვითონ კონსტრუქციული ოპოზიცია იყვნენ და ჩვენ ვიყავით დესტრუქციული ოპოზიცია. ფაქტობრივად დაგვტოვეს მარტო და მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" იძულებული გახდა რომ შესულიყო პარლამენტში, იმიტომ რომ ესენი ყველა შელაგდნენ," - განაცხადა ანა წითლაძემ.

დღის ამბები