27 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
იაგო არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მართლა აქვს საკუთარი ღირებულებები და ხედვა ადამიანის უფლებების შესახებ - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი "ღამის კურიერში" საუბრობს, თუ რამდენად შესაძლებელია იაგო ხვიჩია სახალხო დამცველად აირჩიონ.

ვახო მეგრელიშვილის შეფასებით, ამის პრაქტიკული იმედი არსებობს და იაგო ხვიჩია არის ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც ნამდვილად აქვს საკუთარი ღირებულებები და ხედვა ადამიანის უფლებების შესახებ,

"​ერთადერთი, ვის შესახებაც შეთანხმება საერთოდ შეიძლება, ეს არის იაგო, მაგრამ შესაძლოა უფრო მეტი მოლოდინი მქონდეს, რომ საერთოდ ვერ მოხდეს ეს შეთანხმება და პროცესი ჩაიშალოს ზოგადად ვიდრე იმის, რომ რომელიმე ის კანდიდატი, რომელიც ახლა საჯაროდ გამოდის იქ და იმას ლაპარაკობს, რასაც ლაპარაკობს, ის შეიძლება იქნას არჩეული საქართველოს სახალხო დამცველად ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, მით უმეტეს, როდესაც ეს არის იმ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი.

ამ სიტუაციაში, ჩემი აზრით, შესაძლოა სრული შემთხვევითობით დალაგდეს ისეთი მოცემულობა, როდესაც ჩვენ არ გადავწყვეტთ, რომ კრიზისში ხელოვნურად შევიდეთ. იაგოს არჩევანი ძალიან ბუნებრივად გამოიყურება. ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მართლა აქვს საკუთარი ღირებულებები და ხედვა ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც არ ემთხვევა არცერთის პოზიციას, და, მეორე, "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" ვთავაზობთ მოადგილეებს. თუ სადმე კონსენსუსი შეიძლება, ამ კონფიგურაციაში შეიძლება. სიტუაცია ისე ლაგდება, რომ პრაქტიკული იმედი გაგვიჩნდა," - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა. 

დღის ამბები