27 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ არის ის, რომ "ქართული ოცნების" პირობებში საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმე - გიორგი ამილახვარი ოპოზიციაზე

თუკი ოპოზიციამ გაერთიანება შეძლო, შეუქმნის თუ არა პრობლემას ეს მომდევნო არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" და რა მოლოდინები ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში - ამ თემაზე, "ღამის კურიერის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ - ერთმა ლიდერმა,  გიორგი ამილახვარმა ისაუბრა. 

"კითხვა ძალიან ლეგიტიმურია, თუმცა გამოცდილება სხვა რამეს გვეუბნება. "ქართული ოცნების" მმართველობის ბოლო 10 - წლიანი ჭრილი რომ ავიღოთ, არაერთი მსგავსი გაერთიანება გვინახავს - არჩევნებამდე, არჩევნების წინ, ბლოკები, მაგრამ ყოველთვის სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს - რადიკალური ფრთას არასოდეს არ ამოძრავებდა საერთო მიზნები.

ერთადერთი რამ, ერთადერთი მრწამსი, რაც დღეს მათ აერთიანებთ, როგორმე ხელი შეგვიშალონ, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმე,"- აცხადებს გიორგი ამილახვარი. 

დღის ამბები