27 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ბარიერის გამო, პატარა პარტიების სურვილია, შედარებით მსხვილ პარტიებს მიეკედლონ

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ არჩევნებისთვის პატარა პარტიების სურვილია, შედარებით მსხვილ პარტიებს მიეკედლონ. 

"დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს არის მთავარი მამოძრავებელი სტიმული და ასეც იქნება, რა არის ამაში გასაკვირი? დისკუსია მიმდინარეობს თუ რა უნდა იყოს პრაიმერისის შინაარსი - ხომ არ უნდა იყოს ის, რომ 5%-იან ბარიერს ელოდება ყველა, ხომ არ უნდა იყოს ერთიანი სია - პატარა პარტიებისთვის ეს პრობლემაა. ბუნებრივ ბარიერს იმიტომ ვითხოვდით, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობდა დაბრკოლება და ეს ყველას აიძულებდა რაღაც ფორმები მოეძებნათ ერთმანეთთან მექანიკური თუ არამექანიკური თანამშრომლობისთვის,"- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

დღის ამბები