27 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
დღეს, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება თუ არა პარლამენტში, პარლამენტი არის შემდგარი - ანი წითლიძე

დღეს, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება თუ არა პარლამენტში, პარლამენტი არის შემდგარი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტიდან გამოსვლა როგორც მთავარი ბერკეტი, ოპოზიციისთვის კვლავ რჩება, მაგრამ ეს უნდა იყოს პროცესი, რომელიც დააზიანებს ხელისუფლებას.

ანა წითლიძემ ოპოზიციის გაერთიანების წარსულ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ ამ ერთობას შეეძლო ვადამდელი არჩევნები მოეტანა. 

"ოპოზიციის ერთიანობას და პარლამენტში არ შესვლას მაშინ შეეძლო მოეტანა ვადამდელი არჩევნები, როდესაც "ქართული ოცნება" ყველაზე სუსტად იყო. სწორედ მაშინ დაირღვა მთავარი პირობა - ცოტა ხანს რომ გაეძლო ოპოზიციის ამ ერთობას და არ შევარდნილიყვნენ პარლამენტში, დღეს არ გვექნებოდა სხვა მოცემულობა. დღეს კი აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს. დღეს, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება თუ არა პარლამენტში, პარლამენტი არის შემდგარი, თუმცა პარლამენტიდან გამოსვლა, როგორც მთავარი ბერკეტი ოპოზიციისთვის, კვლავ რჩება, მაგრამ ეს უნდა იყოს პროცესი, რომელიც დააზიანებს ხელისუფლებას,"- განაცხადა ანი წითლიძემ

დღის ამბები