27 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
კულისებიდან დაგიქნიეს ჯოხი, დაინახეთ პოტენციური ოლიგარქები თქვენს რიგებში - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს

პარლამენტის ვიცე - სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციამ პოტენციური ოლიგარქები საკუთარ რიგებში დაინახა და სწორედ ამიტომ აღარ უჭერენ მხარს "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონს.

"რა გინდათ რეალურად? რას არ ეთანხმებით ამ უკრაინულ მოდელში? კულისებიდან დაგიქნიეს ჯოხი და შეგაცვლევინეს რიტორიკა და გითხრეს, რომ ცოტა სხვა წინადადებებით გესაუბრათ ამ კანონებზე. ეს არის სიმართლე, თქვენ დაინახეთ პოტენციური ოლიგარქები თქვენს რიგებში და ამიტომ დაიხიეთ უკან იმიტომ, რომ კარგად იცით, რომ ეს კანონი როცა იქნება მიღებული, იმის ალბათობა, რომ სწორედ თქვენს პარტიებში დახარჯულ უკანონო ფულს, თქვენს უკანონო გავლენებს ტელევიზიებში, არის უდიდესი, ამის შეგეშინდათ და ამიტომ დაიხიეთ უკან," - განაცხადა არჩილ თალაკვაძე. 

ცნობისთვის, პარლამენტში "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის განხილვა მიმდინარეობს. 

დღის ამბები