75 წლის პაკისტანელი მამაკაცი, რომელიც გუანტანამოს ყველაზე უფროსი პატიმარი იყო გაათავისუფლეს და იგი სახლში დაბრუნდა, - ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
საიფულა პარაჩა 17 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული.
პარაჩა 2003 წლიდან ალ-ქაიდასთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ მისთვის დანაშაულში ბრალი არასდროს წარუდგენიათ.
"მოხარული ვართ, რომ საზღვარგარეთ დაკავებული პაკისტანის მოქალაქე საბოლოოდ დაუბრუნდა ოჯახს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
პარაჩა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობდა და ქონებას ნიუ-იორკში ფლობდა, მდიდარი პაკისტანელი ბიზნესმენი იყო. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ის იყო ალ-ქაიდას "ფასილიტატორი", რომელიც ფინანსურ ტრანზაქციაში დაეხმარა ორ შეთქმულს, რომელიც მონაწილეობდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმაში.
პარაჩა ამტკიცებდა, რომ არ იცოდა ამ პირების ალ-ქაიდასთან კავშირის შესახებ და უარყოფდა ყოველგვარ შემხებლობას ტერორიზმთან.
ვაშინგტონი დიდი ხანი ამტკიცებდა, რომ ომის საერთაშორისო კანონების შესაბამისად, მას შეეძლო დაკავებულებისთის თავისუფლება განუსაზღვრელი ვადით აღეკვეთა, ბრალის წარდგენის გარეშე.
წყარო : The Guardian