27 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
"ხალხის ძალამ" ახალი წერილი გამოაქვეყნა და  სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად ფსევდოლიბერალების გამოვლენა დაასახელა

"ხალხის ძალამ" შეტევის ახალი ობიექტი იპოვა - "საზოგადოებრივი მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ე.წ. ლიბერალების აგრესიული კამპანიის მხილებას იწყებენ. აცხადებენ, რომ ფსევდოლიბერალიზმი, რომელსაც ევროპულ ღირებულებებსა და ეროვნულ კულტურასთან კავშირი არ აქვს, ფართოდ არის გავრცელებული. მოძრაობის წევრები განმარტავენ, რომ ასეთ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრის მიმართ ამერიკის საელჩო და მისი ფავორიტებიც ავლენენ. ამის შესახებ ხალხის ძალამ დღეს ვრცელი წერილი გაავრცელა.

ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობამ "ხალხის ძალის" განცხადების შინაარსზე საუბრისგან თავი შეიკავა, გამონაკლისი იყო "გირჩი." ოპოზიცის ნაწილმა კი წერილი პარტნიორებთან ურთიერთობის დამაზიანებლად შეაფასა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრობლემა რაზეც ხალხის ძალა საუბრობს, ლეგიტიმურია. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ კონკრეტულ იდეოლოგიას პოლიტიკური მიზნებისთვის ხშირად იყენებენ.

"ხალხის ძალამ" ახალი წერილი დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მათი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ფსევდოლიბერალების გამოვლენა იქნება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მოძრაობისთვის მიუღებელია ანტიდასავლური განწყობების ხელოვნურად გაღვივება, რასაც მათივე შეფასებით, საქართველოში ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდა უწყობს ხელს.

 

 

დღის ამბები