USAID-ის ადგილობრივი თვითმართველობის პროგრამა ოფიციალურად გაიხსნა. ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის,ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მიზნები და ამოცანები.პროგრამა სულ მცირე 22 პარტნიორ მუნიციპალიტეტს დაეხმარება.