15 ნოემბერს, ნიუ-იორკის ერთერთ პრესტიჟულ დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე წარდგებიან ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები, მათ შორის მარიკა მაჩიტიძე, ირინე შერაზადიშვილი და გიორგი ლომისელი.
გალა-კონცერტი ამერიკა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება. ღონისძიებაზე მოწვეულები იქნებიან მეწარმეები, გაიმართება გამოფენა და ღვინის დეგუსტაცია.