27 ნოემბერი 2024,   02:11
ვრცლად
გორში ავტომობილი ქალს და ბავშვს დაეჯახა

გორში მსუბუქი ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. წინასწარი ცნობით, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

"პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები