27 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
მოლდოვაც აპირებს გადაიტანოს უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ - ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდი ოპონენტებს არ ეთანხმება და თვლის, რომ ისინი საფრთხეს ხედავენ იმაში, რომ შესაძლოა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებამ გავლენა მოახდინოს მათ თანაგუნდელებზე.

მათივე თქმით, უკრაინული მოდელი ევროკომისიის მიერ დადებითად არის შეფასებული და სწორედ ამიტომ მიიღეს ანალოგიური კანონის მიღების გადაწყვეტილება. კობახიძის თქმით, იმავე მოდელს განიხილავს მოლდოვაც.

"მოლდოვაც აპირებს გადაიტანოს უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, იქაც მცირე ადაპტაციით.

მიმაჩნია, რომ არის გონივრული უკრაინული კანონის გადმოტანა, რა თქმა უნდა მცირე ადაპტაციები დაგვჭირდება, მაგრამ პრინციპულად უკრაინულ კანონში არის მოცემული ოლიგარქის ნება და ღონისძიებები, რომელიც უნდა იყოს მიმართული დეოლიგარქიზაციისთვის და ოლიგარქი ყველა ქვეყანაში არის ოლიგარქი. პრობლემა ოპოზიციისთვის იმაში მდგომარეობს, რომ მათ დაინახეს, სინამდვილეში ოლიგარქები არიან არა ჩვენ მხარეს, არამედ მათ მხარეს. ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევაა დავით კეზერაშვილი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა. პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ერთადერთი, ვისაც დააზიანებს ამ კანონის მიღება, არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოპოზიციის მხარეს," - აცხადებს კობახიძე.

დღის ამბები