აჭარის რეგიონში არალეგალური სავალუტო ჯიხურების მოწყობისთვის 10 პირი დააკავეს. ობიექტები ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე მუშაობდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია ნახევარი მილიონი ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტა.
დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.