"ტერორისტების ზამთრის ფსონი ყველასთვის ნათელია, ეს გამოწვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც გამოწვევა ევროპისთვის," - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ზარალის მიუხედავად, ქვეყანა რთული ზამთრის გადალახვას მაინც შეძლებს.
"მხოლოდ გუშინდელი რუსული თავდასხმის ღირებულებას თუ გადავხედავთ, გამოყენებული რაკეტები და თვითმფრინავები რუსეთს 2 მილიონ 300 ათასზე მეტი რუსი პენსიონერის ყოველთვიური შემოსავლის ეკვივალენტი დაუჯდა, და ეს მხოლოდ ერთი შეტევისთვის. იმის ნაცვლად, რომ დაძლიონ სიღარიბე თავის ქვეყანაში, რუსეთის ხელმძღვანელობა ხარჯავს ყველაფერს, რათა არ აღიაროს ისტორიული შეცდომა, რომელიც დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომით. ისინი უიმედოები არიან ბრძოლის ველზე. უკრაინელმა მეომრებმა ეს უკვე დაადასტურეს. მაგრამ დრო, ძალისხმევა, მოთმინება სჭირდება იმის დამტკიცებას, რომ რუსი ტერორისტების ზამთრის იმედი არ გამართლდება,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.