გაეროს განვითარების პროგრამამ ენერგოეფექტური გამოგონებების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. წარდგენილი ნამუშევრები ხელს უწყობენ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას, განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ენერგიის დაზოგვასა და მისი მოხმარების მონიტორინგს.
ღონისძიებაზე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა პროექტის მნიშვნელობაზე და ქართველ გამომგონებელთა კრეატიულობაზე გაამახვილეს ყურადღება. 100,000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი კი ხუთ გამარჯვებულზე გადანაწილდა.