27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
უკრაინაში ომის 252-ე დღეა - ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით 100-ზე მეტი ჭურვი ისროლეს

უკრაინაში ომის 252-ე დღეა - ოკუპანტებმა 100-ზე მეტი ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით.

რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს რეგიონის 6 დასახლებას. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ენერგოსისტემა.

ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული პოლტავას ოლქში.
რუსული ჯარები უპილოტო საფრენი აპარატებით ქალაქ კრემენჩუკს დაესხნენ თავს.
მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

აფეთქებების ხმა ისმოდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნიპროშიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება უკრაინის 9 ოლქს. დაბომბვების შედეგად განადგურებულია ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40%.

დღის ამბები