27 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ეუთოს მისია თბილისში შეხვედრებს განაგრძობს

თბილისში შეხვედრებს განაგრძობს ეუთოს მისია. დელეგაცია დღეს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

ეუთო/ოდირის წარმომადგენლები დღეს "ევროპელი სოციალისტების", "ლელოს", პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების", პარტია "საქართველოსთვის" და ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მხარეები განიხილავენ საარჩევნო რეფორმასა და საარჩევნო გარემოს საკითხს საქართველოში. დელეგაცია ინდივიდუალურად უკვე შეხვდა "ნაციონალურ მოძრაობის","სტრატეგია აღმაშენებლისა" და "გირჩის" წარმომადგენლებს. როგორც ცნობილია, მათ დახურულ კარს მიღმა 12 რეკომენდაციის შესრულების და ელექტრონული არჩევნების საკითხები განიხილეს.

დღის ამბები