27 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული სამი პირიდან ერთი არასრულწლოვანია

მორიგი უკანონო დაკავება – რუსმა ოკუპანტებმა ამჯერად მათ საქართველოს სამი მოქალაქე იარაღის მუქარით დააკავეს. გატაცებულთა შორისაა სკოლის მოსწავლე, 17 წლის მოზარდი.

როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები ყვებიან, გატაცებულები სხვადასხვა საქმეზე იყვნენ წასული და ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ სოფელ მეჯვრისხევის სასაფლაოსთან. ადგილობრივებმა, ასევე, გაიგეს გასროლის ხმაც.

ვალერი ჯოხაძის ოჯახში ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტების მუდმივი მოხმარება სჭირდება.

საქართველოს სამი მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ განცხადება დღეს სუს-მაც გაავრცელა. უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი მათ უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

 

დღის ამბები