ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარდა - თვითმხილველების ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში ე.წ. პიერ ბათუმის ხიდიდან ზღვაში გადახტა.
შემთხვევა, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები ძლიერი შტორმის გამო ვერ ხერხდება.
შემთხვევიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილზე სამაშველო სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სანაპიროს მონიტორინგს ახორციელებდნენ.
39 წლის მამაკაცი ბელორუსის მოქალაქეა.