27 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ხვალ თბილისში წყალი 8 საათით შეწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

ხვალ, 2 ნოემბერს, Georgian Water and Power ისნის რაიონში, ბეგიაშვილის 10 ნომერთან, ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 ნოემბერს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში

ბეგიაშვილის, ზავრიევის, ქობულაძის, ალექსანდრე ჯანელიძის, კოპცოვის, ანდრონიკაშვილის, ტატიშვილის, ნავთლუღის დასახ. მე-2; მე-6; მე-7 ქუჩებს, ჯიქიას, იოსებ და ლეონ ორბელების, ხარაბაძის, ბუკისციხის, ანთიმოზ ივერიელის, იანქოშვილის (ნავთლუღის დასახლების მე-2 შეს.) ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.

დღის ამბები